ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. უკვე 3 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი იმყოფება.
ექსპერტთან გამოძიებას კითხვები მის განცხადებაზე აქვს, რომელშიც ის რეგიონში არსებული ვითარების ფონზე არსებულ საფრთხესა და ტერაქტების შესაძლო სერიაზე საუბრობდა.
გია ხუხაშვილის სუს-ში დაბარებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
"მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კონფლიქტი რეგიონში. ხელისუფლება ცდილობს, ერთის მხრივ, მაქსიმალურად აირიდოს თავიდან ამ კონფლიქტის გადმოღვრა საქართველოს ტერიტორიაზე და, მეორეს მხრივ, ხელი შეუშალოს პანიკისა და ისტერიკის დათესვას, რასაც ზოგიერთი ადამიანი აკეთებს. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლების ვალდებულებაა და მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ბრალდებაზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ეს არ არის უბრალოდ ამ ადამიანების მოსაზრებები, ეს არის ბრალდებები და ამ ბრალდებებს სჭირდება შესწავლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ ამ საკითხებს სწავლობს - რამდენად აქვს მას რეალური საფუძველი, თუ ეს არის ისტერიკისა და პანიკის დათესვის მცდელობა, რაც არის პირდაპირი დივერსია," - აცხადებს ლევან მახაშვილი.