ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს: თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება, თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ

ალი ლარიჯანი

თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, – ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს.