ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ელექტროენერგიის წარმოებაში ბირთვული ენერგიის როლი შეამცირა.
მისი თქმით, ბირთვული ენერგიის შემცირება გაცნობიერებული არჩევანი იყო.
„მიმაჩნია, ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იყო გზის გადაკეტვა საიმედო, ხელმისაწვდომი და დაბალემისიური ენერგიის წყაროსთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 1990 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის მესამედი ბირთვული სადგურებიდან მოდიოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტამდე დაეცა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე არსებული ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას იმპორტირებულ საწვავზე. სწორედ ამიტომ, ფონ დერ ლაიენის თქმით, განახლებადი და ბირთვული ენერგეტიკის განვითარება აუცილებლობა გახდა.