ჯანეტ ქერდიყოშვილი მიმართვას ავრცელებს

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალი სატელევიზიო გადაცემის, „ჩვენი საქართველოს“, ერთ-ერთი წამყვანი გახდა. გადაცემას ის ტელეწამყვან დიმა ობოლაძესთან ერთად უძღვება.

გადაცემის სატელევიზიო პრემიერა 9 მარტს შედგა. ეთერში გასვლის შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ნახა ჩემი საქართველო, გაგვიზიარა დრო, ემოცია და მხარდაჭერა 🤍

თქვენი თითოეული კომენტარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს შევქმნათ საინტერესო და გულით გაკეთებული პროექტი.

მადლობა ყველას“,- წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.