როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! - ხაზარაძე
1735250004
2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.
ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა. პროექტის ყოვლისმომცველი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზაშეწონილობის კვლევა მომზადდა COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობით.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განსაკუთრებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტები და გამორჩეულად მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებია წარმოდგენილი, რაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნიკალური საცხოვრებელი, გასართობ-გამაჯანსაღებელი და საქმიანი სივრცეების შექმნას გულისხმობს. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, 5 ვარსკლავიან სასტუმროებს, საცხოვრებელ ბინებს, ბინეს აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომებს, პლიაჟს და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურას.
რეგიონალური მასშტაბის ბიზნეს ინიციატივა დაახლოებით 7 000 ადგილობრივს დაასაქმებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა მათ შორის 9 ჰექტარ ტყე-პარკს, სანაპირო ბულვარს, 3,2 კილომეტრ სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და დასასვენებელ სივრცეებს, რაც თანამედროვე საზოგადოების ჯანმრთელობის, სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის შეუდარებელ რესურსებს იძლევა.
„ამბასადორი ჯგუფი“ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე 4 წლიანი წინსწრებით ასრულებს სამუშაოებს. 84 ჰექტარი ხელოვნურად გასაშენებელი მიწის ნაკვეთიდან 25 ჰექტარი უკვე გაშენებულია და სამუშაოები გრძელდება სწრაფ რეჟიმში.