პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მითხარით რომ ბოროტია ქართული მედიის დიდი ნაწილი და ჯიბრში უდგას ქვეყანას, თორემ სავსეა იმედის ვები დედაქალაქში გმირების ჩამოსვენებისას, მერი კალაძის დახვედრის კადრებით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი წერს.
"დამატება: ღმერთო ჩემო მედიას რომ ლანძღავთ, ანუ თქვენ სადმე ნახეთ კალაძე და მედიის ბრალია, რომელმაც დაგვიმალა? …მეც მაჩვენეთ ეგ ფოტოები please ….
სარკაზმი იყო ეს სარკაზმი…..PS სრული უზნეობაა ის რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა."- წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერზე, შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:
"Kakha Kaladze როდესაც ბომბები ცვივა უნდა დაწვე მიწაზე. თუ დაცვა გყავს მისი მოვალეობაა თავზე დაგახტეს. ასე იყო შევარდნაძის დროს, როცა მისი დაცვის უფროსი მაზმიშვილი სოხუმში დაახტა და კინაღამ გაგუდა "მფორთხავი" შევარდნაძე. სულ ხუმრობდა ხოლმე ამაზე შევარდნაძე. ასე იყო გორშიც სააკაშვილს როცა ბომბავდნენ. ეს "გრეხი" არაა, ეს წესია.
აი შენ კი , შე @ლეო, თავი იმისთვის გება და გაბია რომ საკუთარ კარში გოლი არ გაიტანო. ღმერთმა ნუ განახოს და ბომბის გაგონებაზე ვის ტრაკში გექნება ეგ თავი შეყოფილი კაცმა არ იცის.
შეგნებულად გაყენებ შეურაცხყოფას. მინდა რომ შენი ძალით ძველი ბიჭის ეგოს დავაფურთხო, რადგან არც მაგ საქმეში ვარგიხარ. იმდენად @ლე ხარ რომ @ლეების კონკურსშიც კი მეორე საპატიო ადგილი გიკავია.
და იცოდე ყოველთვის ასეთ პასუხს მიიღებ, როცა გორში "სააკაშვილის ფორთხვას" ახსენებ"-დაწერა გიგი უგულავამ.