1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის, რომ დავინახოთ, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამა თუიმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ახლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის, რომ დავინახოთ რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის. დღეს ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება! ეს მათი დასასრულის დასაწყისია,“ - წერს თინა ხიდაშელი.