პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„წარმატება მინდა ვუსურვო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დავუდასტურო პარლამენტის გვერდში დგომა მის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ სამსახურმა აჩვენოს წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული იყოს ეს სამსახური და გადაილახოს ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა დასაწყისში და შეიძლება ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. დარწმუნდეს მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ ასეთი ინსტიტუციის ცალკე, დამოუკიდებლად არსებობა, მხოლოდ საქმეს წაადგება და საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამსახურის როლი ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალიან დიდია. პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტში მიდის მუშაობა და არის იდეები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს როგორც სპეციალური საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება.
„დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობა გახლავთ ასევე ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და სწორედ ამითაც იყო განპირობებული ზოგადად ამ მიმართულების დამოუკიდებლად გამოყოფა. 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია ასევე, რომ გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა. ამ მიმართულებით პარლამენტში მიდის მუშაობა და არის იდეები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ინსტიტუციური გაძლიერება ამ სამსახურის, ისე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის. როდესაც განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა და მოხდა გაყოფა სპეციალური საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის სამსახურებად, ამან გვაჩვენა რომ ეს რეფორმა იყო წარმატებული. გვახსოვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დისკუსია სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ როდესაც ვნახეთ პერსონალურ დაცვის სამსახურის ანგარიში, ამ ანგარიშმა ჩვენ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც კონცენტრირებულად მუშაობს სამსახური ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ კონცენტრირებულად არის მომართული სამსახური გარკვეული მიმართულებით. ამანაც საბოლოო ჯამში გვაჩვენა, რომ ეს რეფორმა ერთის მხრივ იყო საჭირო, და მეორეს მხრივ არის წარმატებული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.