ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის წევრს, თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა.
„ქალბატონი თამარი არის გამორეული პროფესიონალი, გამორჩეული პატრიოტი, გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ ეს თვისებები მას ასევე გამორჩეულ დიპლომატად აქცევს. წარმატება მინდა ვუსურვო საქართველოს პარლამენტის სახელით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.