„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - რას წერს გიორგი ასანიძე

გიორგი ასანიძე

ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე
ვეცადე ესე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი
დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა
როგორც არასდროს  
მე ვარ ქართველი
მაშასადამე ვარ ევროპელი  
დიდება საქართველოს  
დიდება გმირებს  
მონას რად უნდა კრული სიცოცხლე ?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი ?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი“,...

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. არიან დაშავებულები. პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ.

მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას. ცრემლსადენი სპრეის შედეგად დაშავებულები არიან პარლამენტის შენობაშიც. პარლამენტში სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა. პოლიტიკოსს პირველად დახმარებას სასწრაფო დახმარების ჯგუფი უწევს. 

მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაშლისკენ და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შეთხვევაში აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.