ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან. როგორ შეიძლება, შენ მწვალებელი, მწვალებლის თანაშემწეები გააიგივო და ერთ სიბრტყეში დააყენო ბატონ ივანიშვილთან?! სხვათა შორის, ბატონი ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც რეკომენდაცია გაუწია თავის დროზე ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე იმიტომ შეირჩა ამ პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა ევროპული გამოცდილება და ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა ნიშნავს სამართლიანობას, სამართალს, სიმართლის თქმას და აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ ის უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როცა განცხადებას აკეთებს. მგონია, რომ სიტყვა გაექცა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს", - ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არავინ ღირს საქართველოს ევროპული მომავლის ფასად.
"არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ", - თქვა ზურაბიშვილმა.