ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არის ხალხზე დადებული სანქცია - ირაკლი კობახიძე

ივანიშვილი - კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება "ქართუ ფონდის" მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა

„ცოტა პათოლოგიურიც არის ეს ყველაფერი, 2011 წელსაც ამით დაიწყეს ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თეფშებს აყადაღებდნენ, სატელიტურ თეფშებს, ანგარიშებზე არაფერს ვამბობ და აბურდით გაჩერებული ინკასატორის მანქანები და ა.შ. სრულიად სამარცხვინო ისტერიული ნაბიჯები, როგორი ისტერიკაც ჰქონდათ 2011 წელს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“ ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ საინტერესოს ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით, რაც რეზოლუციაში არის ნახსენები და რაზედაც ისინი საუბრობენ. 
თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით  და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა,  რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, მთელი დანარჩენი რესურსი, ყველა აქტივი იგულისხმებოდა მათ შორის ის აქტივები, რომლებიც უკავშირდება „კრედიდ სვისის“  თანხების დაბრუნებას და ა.შ. ყველა სხვა თანხა ამ 200 მილიონის  ზემოთ უნდა ყოფილიყო მიმართული, ეს იყო მისი გადაწყვეტილება რაც ძალაშია ბუნებრივია, მას ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისათვის, გადადის “ქართუ“ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე.

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ იქ რაღაც შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ თუ თუ რა უნდა ქნან, ერთადერთი იყო პრაქტიკული სანქცია რაზედაც შეიძლება მათ ისაუბრონ ეს არის ხომ? პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება. 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, 200 მილიონი,  რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას.

ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას, მაგალითად რის სანქცირებას, რაზე იხარჯებოდა გახსოვთ მაგალითად ეს საქველმოქმედო თანხები, ეს იყო ტაძრების აღდგენა თეატრების მშენებლობა და ა.შ. უამრავი პროექტი იყო, ახლაც მიმდინარე პროექტებია, ანუ ამ პროექტების გაჩერებას ნიშნავს, რეალურად ასეთი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი.

ესენი პირდაპირ მტრობენ ხალხს, მათი ერთადერთი სურვილი არის და ბოლოს მივდივართ ისევ ომამდე, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ თვალდახუჭული წავიდნენ ომზე. ეს ყველაფერი არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს მთავარი მათთვის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ  მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან, იმ ფრაზებს აღარ გავიხსენებ ტრადიციებს, ქვეყანას, ეკლესიას, ყველაფერს მტრობენ აბსოლუტურად პირდაპირი ფრაზები არა ერთი მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე, ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.