პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში, ჩასაფრებულის პოზიციიდან შოუს დადგმა სურთ მხოლოდ",- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას 4 მინისტრის ერთდროულად დაბარების თაობაზე.
„როცა უახლოეს კვირებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ, რამდენად უსუსური უნდა იყო, რომ ამ მოცემულობაში ამბობდე, საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ მოვიწვიეთო? ასეთი ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში".
ის რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც ოპოზიციამ დაიბარა პრემიერი, არის გაცილებით დემოკრატიული, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო გადის დემოკრატიის მნიშვნელოვან ეტაპს და ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც რეგლამენტი, ასევე ზოგადად, მდგომარეობა ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარდგებიან დღეს, ეს ისტორიას არ ახსოვს აქამდე, მით უმეტეს, იმ რეჟიმის დროს.
დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან იყო კითხვები, რომ საქართველო შეიძლება, ხელს უწყობდეს სანქციების გვერდის ავლას, ამას ცივი წყალი გადაასხა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელმაც თქვა, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. თუმცა მგონია, დღეს აუცილებელია მკაფიო პასუხები გაეცეს ამას, როგორც პრემიერის, ისე იმ მინისტრების მხრიდან. იმედია, იგივე სურათი არ გვექნება, დებატები რომ მოითხოვეს და შემდეგ ცარიელი დარბაზი იყო, მმართველი პარტია და ხელისუფლება რომ შემოვრჩით მარტო ერთმანეთს,"- განაცხადა ზარქუამ.