1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა“, - ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლებს, რეაქციებს პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებრივ წრეებში და კიევს ამის შესახებ მუდმივად ვაცნობებთ. კიევის დახმარება დღეს უფრო და უფრო მატულობს“,- განაცხადა კასიანოვმა.
მისივე თქმით, საელჩო მუდმივად ადევნებს თვალს საქართველოს პარლამენტში გამოსვლებს.