„შუა დერეფნის“ გავლით სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან აზერბაიჯანში 8-10 დღეში, საქართველოს პორტებში კი 12 დღეში ჩადიან - „აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

„შუა დერეფნის“ გავლით სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან აზერბაიჯანში 8-10 დღეში, საქართველოს პორტებში კი 12 დღეში ჩადიან, – ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, როვშან რუსტამოვმა „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ საერთაშორისო ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა.

როვშან რუსტამოვის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთიდან „შუა დერეფნის“ გავლით 300 საკონტეინერო მატარებლის ტრანსპორტირება მოხდება.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა 420 ათასი ტონა ტვირთის ტოლია.