შეხვედრები გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან. შევთანხმდით პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება - ლაშა ხუციშვილი ვაშინგტონში ვიზიტზე

ლაშა ხუციშვილი

 საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნის მიმდინარე რეფორმები, სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საქართველოს დელეგაციამ მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელებთანაც გამართა. საუბარი შეეხო ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა ენერგეტიკა და საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება.

"საუბარი გვქონდა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე. როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის. შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე რეფორმებთან მიმართებაში, რომ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. ასევე, შეხვედრები გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან. შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს არის დაკავშირებადობის ნაწილი, ეს არის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე საზღვაო, ასევე საჰაერო", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.