„ჩემი ცხოვრების სიყვარული...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
1790534181
არ ვაპირებთ სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს [რუსეთის მიმართ] სანქციის შემოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციის შემოღებას არ აპირებს.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს - ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.