რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ზუსტად აი ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის, რაც უნდა მოაწესრიგოს „გრანტების კანონმა“, რომ სიძულვილი აღარ დაფინანსდეს ამ ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, ეს არის ზუსტად დონორების პასუხისმგებლობა.
„ჩვენ დღეს ვხედავთ კიდევ ერთხელ, რომ სიძულვილს, ძალადობას, ტერორს სადაც ჩავეძიებით, ყველგან ვპოულობთ უცხოურ ფულს. მივდივართ შემდეგ დამფინანსებელთან, რომელიც ხელებს იბანს, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში იგნორირებას უკეთებს ჩვენს კითხვებს, როგორც ეს გააკეთა ევროპის დემოკრატიის ფონდმა, რომელიც დღემდე მალავს თავის დაფინანსებებს და ასევე ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობაც გვიმალავს რაში ხარჯავს ევროპის დემოკრატიის ფონდი ფულს. ან მალავს, ან კიდევ, უფრო უარეს შემთხვევაში ამბობს, რომ მე ფული მივეცი და დანარჩენი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. ასე არ არის. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის ზუსტად დონორების პასუხისმგებლობა. იმ ხალხის, ვინც ფულს ხარჯავს აქ ზიზღში, სიძულვილში და დაპირისპირებაში. გუშინ ვიხილეთ ჩვენ შვედეთის მიერ დაფინანსებული „ენჯეოს“ ორგანიზებული სიძულვილის აქტი. გუშინ ვიხილეთ ჩვენ ევროპული სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ სიძულვილის აქტი 9 აპრილს. ეს გვაკადრებს ამ დონორებმა ქართველ ხალხს, რომ სიძულვილი შემოიტანონ ჩვენს ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი ასე ვერ მიიღებს. საქართველო არ არის არავის უკანა ეზო, რომ აქ შემოვიდნენ და დაანგრიონ ჩვენი საზოგადოება, მოშალონ მისი სოციალური ქსოვილი, დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება მათი მოქალაქეების ინტერესსაც. ჩვენ ვამხელთ არა მხოლოდ აქ მათ ქმედებებს, არამედ, მათი მოქალაქეების თვალშიც ვამხელთ ყველა ამ ქმედებას. 9 აპრილს რაც გვაკადრეს ჩვენ დონორებმა, რომ მათმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა გუშინ სიძულვილის აქტი მოაწყვეს და მოქალაქეები არ მიუშვეს 9 აპრილის აღსანიშნავად, ეს რომ გვაკადრეს უცხოურმა დონორებმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგებინებთ მათ მოქალაქეებს უპირველეს ყოვლისა, რომ მათი ფული იხარჯება საქართველოში ზიზღის გასაღვივებლად, სიძულვილის გასაღვივებლად, ტერორისთვის, რომელზეც მე არაერთხელ ვაფრთხილებდი დონორებს, მაგრამ როგორც ჩანს ეს მათი განზრახვა იყო და არა შეცდომა, როგორც მე ეს თავიდან მეგონა, რომ რაღაცას ყურადღებას არ აქცევდნენ, რაღაცას ბოლომდე ვერ მიჰყვებოდნენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს როდესაც არის მეგობრული გვერდში დგომა და რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ პასუხისმგებლობა, რომ არ დავუშვათ უცხო ძალებმა, იქნება ეს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მიღმა ვინც არის, თუკი ამ ფულს აქვს რაიმე ბოროტი განზრახვა, როგორც არის, მაგალითად სიძულვილის გაღვივება, ქართველი ხალხი ასეთი დაფინანსებების არ დაშვებას ჩვენ გვთხოვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.