„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია, რომ არასერიოზული ხალხით არის დაკომპლექტებული ეს ერთი უბედურებაა მაგრამ ამ დონის კლოუნმა თუ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია ეს მათი პრობლემაა. „დრამა ქუინის“ გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას რა უნდა მოვთხოვოთ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ზურა-გირჩი ჯაფარიძის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ გაერთიანდნენ და ერთიანი ძალებით შეუტიონ ხელისუფლებას.
მისი თქმით, იმ პროპაგანდის გათვალისწინებით, რომელიც ზურა-გირჩი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარეობს ნათელია, რომ ის გირაოს გადაიხდის.
„ზურა ჯაფარიძე ნათელია, რომ არის ყველაზე არასერიოზული ფიგურა რადიკალებს შორის. თუ არა გამოჩნდება ახლა გირაოს გადაიხდის თუ არა. ის „დრამა ქუინობა“, რაც მან მოაწყო ციხეში შესვლის სცენების დადგმით, შემდეგ იმ „დრამა ქუინობით“, რომელიც მოაწყო ციხიდან გამოსვლაზე, არ ვიცი, ამ ადამიანს ასეთი სუსტი ნერვები თუ ჰქონია და ასეთი ფაქიზი არსება თუ იყო არ გვეგონა. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ქცევიდან გამომდინარე და მე მგონი დადასტურდება ახლა გირაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ვატყობთ ჩვენ, რომ ისეთი პროპაგანდა მოაწყვეს მის გარშემო და პიარი მოიწყო, რომ აპირებს გირაოს გადახდას. შეგახსენებთ, რომ გირაო, რომ არ გადაიხადა იმიტომ მოხდა თავის დროზე მისი დაკავება. ასე, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ადამიანთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.