შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.