„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.
მისივე თქმით, რეგულაციები არ იცვლება, უბრალოდ აქციის მონაწილეებს აღარ ექნებათ საშუალება, თავი დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან მაშინ, როდესაც ისინი კანონს არღვევენ.
„არანაირი რეგულაცია არ იცვლება. როგორც აქამდე ათწლეულები მოქმედებდა წესი, რომ პროტესტი შეგიძლია გამოხატო სადაც გინდა, ეს წესი ისევ მოქმედებს. როგორც აქამდე მოქმედებდა წესი, რომ პროტესტზე ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ არ არის საჭირო გზის გადაკეტვა და ადამიანები ეტევიან მოედანზე, ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა გადაკეტონ გზა. ეს წესი მოქმედებს ჩვენთან წლებია და მოქმედებს სამყაროში ყველგან. არაფერი ამაში სიახლე არ არის. სინამდვილეში, რასაც უცხოეთიდან დაქირავებული ეს ორგანიზაციები ამბობენ, არის ის, რომ აქამდე მათ ჰქონდათ [საშუალება] კანონის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან თავი დაეძვრინათ და ახალა წუხან იმაზე, რომ შეიძლება თავი ვერ დაიძვრინონ. ასე არ არის აწყობილი სამართლებრივი სახელმწიფო. ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა.
შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ, რომ შექმნეს სპეციალური ყულაბები, რომლითაც წინსწრებით აფინანსებდნენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვთ ღია ჩეკი ამ ადამიანებისთვის, რომ მიდი, დაარღვიე, 20-მა კაცმა გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმენი მილიონ-ნახევრიან ქალაქს, ყველაფერი გადახდილია. ასე რომ იყვნენ ამის გამო იყვნენ პასუხისმგებლობის მიღმა. მიზანი არის, რომ დაბრუნდეს ყველა საკანონმდებლო ჩარჩოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.