ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ კრუზმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქუჩის არეულობების დაფინანსებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

ტედ კრუზი

ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ტედ კრუზის განცხადებით, მან შეიმუშავა და წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქუჩის არეულობების დაფინანსებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

როგორც მან Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ამერიკაში მემარცხენეთა მიტინგებსა და საპროტესტო გამოსვლებს ჯორჯ სოროსი და მისი ფონდების ქსელი აფინანსებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა განაცხადა, რომ „ანტიფას“ შეუტევს. მე გამოვდივარ მოწოდებით, რომ ვიპოვოთ მათი ფინანსების წყარო და გადავკეტოთ. ამ შაბათ-კვირას მიტინგია დაგეგმილი და არსებობს სერიოზული მტკიცებულება, რომ ჯორჯ სოროსი და მისი ქსელი აფინანსებს ამ მიტინგებს, რომლებიც ფაქტობრივად ამბოხებებია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დავაინიცირე საკანონმდებლო აქტი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს მისცემს შესაძლებლობას გამოიძიოს ყველა ფაქტი, ვინც ფინანსურად უჭერს მხარს ამბოხებასა და ძალადობას. უნდა გაასამართლონ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ“, - თქვა კრუზმა.