„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ჯაშუშობის“ ბრალდებით ახალგორის მცხოვრებ, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს.
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას. როდესაც საქმე გვაქვს უკანონო რეჟიმთან, ნებისმიერი ასეთი ქმედება თავისი არსით არის უკანონო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ბრალდებების შინაარსი არის ასევე უკანონო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.