შალვა პაპუაშვილი: რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ ამას აქვს ორი ახსნა აქვს - ან არის არაპროფესიონალიზმი ან - მავნებლობა. იმედი მაქვს დაფიქრდებიან და დემოკრატიას პატივს სცემენ

შალვა პაპუაშვილი

როგორც არასრულწლოვანი, გამოუცდელი ბავშვი დღეს ასე იქცევა ბრიუსელი. ხელებს იქნევს და მისი ქცევები არასერიოზულია. იმედი მაქვს, ბრიუსელის პოლიტიკა დასერიოზულდება და დაფიქრდებიან რას აკეთებენ და დემოკრატიას პატივს სცემენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ ამას აქვს ორი ახსნა აქვს - ან არის არაპროფესიონალიზმი ან - მავნებლობა. რა თქმა უნდა არცერთი კარგი არ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს. ან თუ არის მავნებლობა, დარწმუნდებიან, რომ სხვა ქვეყნებში მარიონეტებით ჩანაცვლება ვერ მოხდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.