შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში

 შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს სავარაუდოდ 26 ივნისს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს წერილობითი ფორმით უკვე მიეწოდა.

„რა თქმა უნდა, წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, რომ ის წერილობით უკვე წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენად და სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ მაჩვენებლებზე ყურადღების გასამახვილებლად. გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში“, - განმარტა პაპუაშვილმა.