„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
„იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ კამპანია აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც დღეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საუბარია ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციაზე, რომელსაც არანაირი ნაკლი არ აქვს და რომელიც ქვეყნისთვის მოიტანს კეთილდღეობის ზრდას, თუმცა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აწყობენ ეკონომიკურ დივერსიას.
„ყველაფერი ერთი ხელით იმართება და ჩვენ ვხედავთ, რომ პრორუსიც და პროევროპელიც საბოლოოდ ერთნაირად ანტიქართველი აღმოჩნდა. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს: როდესაც ერთიანდებიან ერთმანეთის მიმართ თითქოს ანტაგონისტური ძალები, სადაც ერთი მხარე მეორეს პრორუსს ეძახის, მეორე კი თავს პროევროპელად აცხადებს და ამაზე მიდის კონფლიქტი, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მათ არა მხოლოდ საერთო დღის წესრიგი აქვთ, არამედ საერთო ფინანსებიც. თორემ საიდან აქვთ დღეს ეს ფული, რომლითაც აფინანსებენ? აქვთ საერთო ფინანსები, რაც აჩვენებს, რომ ეს არის გარედან მართული, ერთიანი და კოორდინირებული თავდასხმა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, მის ინტერესებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.