1774295087
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებული მადლობა მუსლიმ თანამოქალაქეებს სოლიდარობისთვის, რაც ურთულეს პერიოდში პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, ვაფასებ თქვენს თანადგომას
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, აფასებს მათ თანადგომას და მნიშვნელოვან წვლილს მშვიდობისა და განვითარების საქმეში.
„დაე, ნოვრუზ ბაირამმა თითოეულ თქვენს ოჯახში მოიტანოს ახალი ენერგია, ბედნიერება და წარმატება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ. ვაფასებ თქვენს თანადგომას და თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში“, – წერს პაპუაშვილი.











