1774295087
როდესაც ბრიტანეთს, აშშ-ს, მის პოლიტიკურ და საფინანსო სისტემას ლანძღავ - კი, ის ნამდვილად ჩაგხსნის - ლაშა ფარულავა
თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტს სამი ქართული არხის დასანქცირებას სთხოვს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის გარედან მედიაზე შეტევა არ წყდება და ეს პროცესი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. "ევროპის სახალხო პარტიის" 3 წევრი - კშიშტოფბრეიზა, მიხალშერბა და ანდრეი ჰალიცკი, რომლებიც წლებია, ოპოზიციის
ლობისტური კამპანიით არიან დაკავებულები, საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შესწორების შეტანასა და ტექსტის დამატებას ითხოვენ, სადაც ისმის კონკრეტული მოთხოვნა და ბრალდებები "რუსთავი 2-ის", "იმედის" და "პოსტივის" წინააღმდეგ. მმართველ გუნდში სიტყვის თავისუფლებაზე დარტყმაზე საუბრობენ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სანქციები არ გასაჩივრებულა.
"როდესაც შენ ბრიტანეთს აშშ-ს, მის პოლიტიკურ და საფინანსო სისტემას ლანძღავ - კი, ის ნამდვილად ჩაგხსნის. როდესაც ბრალდებას სანქციებთან დაკავშირებით არ ასაჩივრებ, ხელს უწყობ და აღიარებ, რა თქმა უნდა, რომ გავრცელდება, მარტივად, რადგან შენ ამას არ ასაჩივრებ," - აცხადებს ფარულავა.











