1774295087
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილთან, სამსახურის უფროსებთან, ააიპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მერმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე.
ხელმძღვანელ პირებთან დაიგეგმა, როგორც მომავალი კვირის, ასევე, გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი სამუშაოები. ხელმძღვანელმა პირებმა მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.











