შალვა პაპუაშვილი: დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ცუდი ხარ და თუ ესტონეთის მაშინ კარგი

 შალვა პაპუაშვილი

დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხართ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი ხარ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით, საზოგადოება რამდენი ხანია სამშობლო დაკარგულ ადამიანებს ხედავს, ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხართ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი. ეს არის ზუსტად, რაც მე ვთქვი, რომ ამ ადამიანებს არ ესმით რას ნიშნავდა 1989 წლის 9 აპრილის გმირობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მაშინ ჩაიდინეს, რომ არ არსებობს კარგი ვასალობა, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი მონობა, დღეს რომ უნდათ წარმოადგინონ, რომ არსებობს კარგი და ცუდი ბატონი. ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უცხო ძალა არის ყველა, გარდა საქართველოსი. ის, რაც არ არის საქართველო - არის უცხო ძალა.

„სანამ ამას არ შეიგნებს ის ამაზრზენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გუშინ ეს ძალადობის აქტი ჩაატარა რუსთაველის გამზირზე, ვერ შეიგრძნობენ საქართველოს. სანამ არ მიხვდებიან, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სამშობლო და მას საქართველო ჰქვია და საქართველოს მიღმა ყველაფერი არის უცხო, როგორც ენობრივად, ისე პოლიტიკურად. წერტილი. ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა, ეს არის ზუსტად საბჭოთა მენტალიტეტი. ის, რაც იყო იდეოლოგია, რასაც თესავდა საბჭოთა კავშირი, რომ ადამიანი იყო არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქე, არამედ საბჭოთა მოქალაქე, საბჭოთა პასპორტით და ეს იყო მისი კოსმოპოლიტური მიდგომა, დღეს ამას გვეუბნებიან, რომ ისინი არიან არა საქართველოს, არამედ მსოფლიო მოქალაქეები.

დიახ, რაც არ არის საქართველო, არის უცხო და დიახ, ჩვენ ვხედავდით ეს ბოლო პერიოდი, როგორ უნდოდათ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგიერთ უცხო ქვეყანას შემოესაღებინა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესები. აბა, სხვა რა არის, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს.

ეს ხომ მისი პოლიტიკური დღის წესრიგია, ლატვიის, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი შიშები აქ რუსეთთან დაკავშირებით. ცდილობდნენ საკუთარი ინტერესი მოეხვია ჩვენთვის და გვეუბნებოდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ვისი ინტერესებისთვის გვეუბნებოდა? თავისი ინტერესებისთვის და აქ ვინ უჭერდა მხარს? - ის ხალხი, რომელიც არ გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ, არ გრძნობს, რომ საქართველოს მოქალაქეა და იქცევა ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ყველას ინტერესში, ოღონდ არა საკუთარი სამშობლოს და საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.