მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს, ინვესტიციებს, თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის პოზიტიურ კავშირებს, მათ შორის 2022 წელს მეგობრობის ჯგუფებს შორის ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას.
ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზე.
თავმჯდომარემ ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში საქართველოში.