დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ასეთი განცხადების გაკეთება უხერხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით იონათამიშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.
იონათამიშვილის თქმით, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები მიხეილ სააკაშვილის საკითხს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
„ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უხერხულია. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ, რათა იქნებ, თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, რადგან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია, პარტიის თავმჯდომარეობა, რომ რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ. ესეც არის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ შემორჩენილ მხარდამჭერებს კარგავს. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ რადიკალური დაჯგუფებაა, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ვინ უფრო რადიკალია და ვინ უფრო ნაკლები – სინამდვილეში, ყველა ერთი და იმავეა, მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.