ცნობილია, სად და როდის გაიმართება თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი
1782330026
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნებისთვის მხოლოდ პოლიტიკურ „საკვებად“ იყო შემოთავაზებული. ამის თაობაზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახლა, როდესაც ომი დასკვნით ფაზაში გადადის, ეს იდეა უკან მიაქვთ, რაც, მიუთითებს იმაზე, რომ გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის შესათავაზებლად უკვე აღარ გამოდგება.
"4 წელი გვკვებეს, რომ იქნება გაფართოება. თავად ეს გაფართოების საკითხი დადგა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, როდესაც სულ სხვა თემებით უნდა ყოფილიყო წესით ბრიუსელი დაკავებული, მაგალითად უკრაინისთვის დახმარებით. თუმცა, რატომღაც, ომის დასაწყისში, სადაც ქალები, ბავშვები, ჯარისკაცები იხოცებოდნენ, მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება აღმოჩნდა, რომელიც საკვებად თუ განსახილველად შესთავაზეს კანდიდატ ქვეყნებს. ახლა კი, როდესაც ომი იმედია რომ ბოლოსკენ მიდის, როგორც ჩანს ამ იდეის მომხიბვლელობა ისე აღარ არის, ან აღარ გამოდგება როგორც ლოზუნგი შესათავაზებლად კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის და ხდება ამ ყველაფრის უკან ახვევა და ნელ-ნელა ამ გაფართოებიდან გასვლა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.