დათო ევგენიძემ თემურ უგულავას ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

თემურ უგულავა

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ, რომელიც თემურ უგულავას შვილის ნათლიაა, გარდაცვლილი ბიზნესმენის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა.

„ჩემს ძმას
თემურ უგულავას 


დღეს შენს თბილისში
გაწვიმდა…
ნეტავ რას ამბბობს
თბილისი…
წვიმს…
უშენობა არ გვინდა…
მე ვერ ვიჯერებ
სიკეთემ-
ჩვენ რომ დაგვტოვა-
გაფრინდა…
აქ სიყვარული დატოვა…
ჩუმად-
უსიტყვოდ წავიდა…
მაგრამ ის
რაც ჩვენ გვაჩუქა-
სიცოცხლეს იწყებს თავიდან…

დე“.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. უგულავა ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა.