შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერი არის კარგი მომენტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაახილოს თვალები ყველა ხმამაღლად მოსაუბრე ელჩმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა და ამ ფართოდ გახელილი თვალებით ჩახედონ ქართველების არჩევანს

შალვა პაპუაშვილი

4 ოქტომბერი არის კარგი მომენტი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაახილოს თვალები ყველა ხმამაღლად მოსაუბრე ელჩმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა და ამ ფართოდ გახელილი თვალებით ჩახედონ ქართველების არჩევანს, შემდეგ აიღონ ერთი წუთი, ჩაფიქრდნენ და იმოქმედონ ისე, როგორც ჭეშმარიტი ევროპული ღირებულება საუბრობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„პატივი უნდა სცენ ხალხის დემოკრატიულ ლეგიტიმაციას და უნდა ესაუბრონ იმ ხელისუფლებას, რომელსაც ირჩევს ხალხი და არა ისე, რომ საკუთარი ნინიას ბაღივით ეგონოთ და საკუთარი საქართველო მოიწყონ. თავისი საქართველო აქვთ მოწყობილი, პატარა წრე აქვთ შექმნილი, ფულს უხდიან, ისინიც ამათ ტაშს უკრავენ და უხარიათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ამას წარმოაჩენენ საქართველოდ, ეს ჰგონიათ საქართველო.

ვიხილეთ როგორ უკრავენ ტაშს მოძალადეებს, შიდა ტერორისტებს და აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. ეს არანაირ კავშირში ევროპასთან არ არის.

4 ოქტომბერი არის შანსი მათთვის, რომ აღიარონ დემოკრატია და ეს ღირებულებები. დღეს დემოკრატიულ ღირებულებებს აცდენილია ბრიუსელი.

ბრიუსელი თუ დაუბრუნდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის პატივისცემას, მაშინ ყველა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება, მაგრამ თუ კვლავ გადაწყვეტენ, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, სხვა ქვეყანაში საკუთარი მარიონეტების დასმის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა შეეცდებიან მოძებნონ ზეწოლის ინსტრუმენტები.

ძალიან ბევრი ტყვია გაისროლეს ფუჭად და ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. თუ გონიერების ნატამალი არის დარჩენილი და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის სურვილი, ვფიქრობ ამ მხრივ წინდახედულად უნდა მოიქცნენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.