ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1765137566
„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის. საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
პარტიას საპარლამენტო ერთი მანდატი აქვს, შესაბამისად პარლამენტში სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილი შედის.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში განიხილება ოთხი დეპუტატისთვის მანდატის გაუქმება.
7 თებერვალს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
ნახეთ ვიდეო