პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი დეპუტატია მსოფლიოში, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის დეპუტატია, თუმცა ხელფასს არ იღებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადების შემდეგ „პრაიმთაიმმა“ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა სახსრებს იღებს პარტია ბიუჯეტიდან, როგორც პარტიული დაფინანსების, ისე სადეპუტატო ანაზღაურების სახით.
აღმოჩნდა, რომ შალვა ნათელაშვილს და მის პარტიას 2008-2012 წლებში, მაშინ როდესაც „ლეიბორისტები“ მანდატის გამოყენებაზე უარს აცხადებდნენ და პარლამენტში პროტესტის ნიშნად არ შედიოდნენ, ხელფასს ჩვეულ რეჟიმში იღებდნენ.
2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საპარლამენტო უფლებამოსილება „ლეიობორისტული პარტიის“ ექვს წევრს (შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, ნუგზარ ერგემლიძე, რამაზ თედორაძე) ჰქონდა მინიჭებული, რომელთა სახელფასო ანაზღაურებამ 5 წლის განმავლობაში 1 131 650 ₾ შეადგინა.
გარდა ამისა, „ლეიბორისტებმა“ საბიუჯეტო დაფინანსების სახით 2008 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 5 113 308 ₾ აიღეს.
ისევე როგორც ახლა, 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტსაც ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ მანდატზე უარს ამბობს, თუმცა მას დეპუტატის ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა.
„ლეიბორისტების“ ლიდერის წლიური ანაზღაურება კი ასე გამოიყურებოდა:
2008 წ. - 22347 ₾
2009 წ. - 37245 ₾
2010 წ. - 40110 ₾
2011 წ. - 40110 ₾
2012 წ. - 36203 ₾
ასევე ნახეთ - რას ამბობდა შალვა ნათელაშვილი 2 წლის წინ
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944