„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
ეროვნულობაზე, ქართველობასა და პატრიოტიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, ქრთამის აღებაზე, გამდიდრებაზე, სახელმწიფო ქონების მითვისებაზე და თანამდებობების ბოროტად გამოყენებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ხალხის წინაშე არსებული ურთულესი პრობლემები სწორად, სახელმწიფოებრივად უნდა გავიაზროთ და გავისიგრძეგანოთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „არაბ ინვესტორებზე მიწების გასხვისება და შემდგომ არაბული ტიპის დასახლებების მშენებლობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა“.
„თუმცა არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტურისტული და რეკრეაციული ტყე-პარკების გადაცემა არაბი ინვესტორებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი კრწანისის ტყე-პარკია, სადაც შექმნილია ნამდვილი ცოცხალი მუზეუმი, რომელიც საზოგადოებისთვის საუკეთესო ტურისტულ-რეკრეაციულ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ხელისუფლებას სურს, გაასხვისოს არაბ ინვესტორებზე, რათა შემდგომ გაშენდეს არაბული ტიპის დასახლება. სინამდვილეში, ასეთი ფორმით შემოსული ინვესტიცია, ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებით, გულისხმობს მყიდველების ინტერესების გათვალისწინებასაც. ეს მყიდველები კი ძირითადად გახლავთ თვითონ ინვესტორების მიერ არაბული ქვეყნებიდან ჩამოყვანილი არაბი მოქალაქეები, ვისთვისაც საქართველოს ეკოსისტემა სასიცოცხლოდ სუფთა წყაროს წარმოადგენს, რაც, თავისი შინაარსით, ბიზნესურად საქართველოს დემოგრაფიულ ექსპანსიას ნიშნავს.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერის ნებას რთავს ხელისუფალი, რომელიც მუდამ გვესაუბრება სამშობლოს სიყვარულზე, ეროვნულობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, რწმენაზე, ტრადიციებზე, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ ხალხთან შეუთანხმებლად, არაბ ინვესტორებზე, პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრებზე თუ სხვა ჩინოვნიკებზე ასხვისებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ტყე-პარკებს, ტყეებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, სახელმწიფო ქონებებს, უვიზო რეჟიმებს ვუწესებთ გაურკვეველი წარმომავლობის სახელმწიფოების მოქალაქეებს, მაშინ როდესაც საკუთარი მოქალაქეები საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და თავის გადასარჩენად მიდიან ემიგრაციაში და საქართველო ყოველ წელს ბუნებრივი მატების გარეშე ხვდება. დიდი ხანია, უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს შობადობის რაოდენობას. გახლეჩილია ქართული ოჯახები, ქვეყნიდან ყოველწლიურად გაედინება თაობა, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას და ქართული გენოფონდი გაამრავლოს. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა გამოიწვია ქართული მოსახლეობის ხვედრითი წილის შემცირება მთლიან მოსახლეობაში, დაიცალა 200 სოფელზე მეტი, ხოლო ერთი მაგდენი სოფელია, სადაც თითო-ოროლა კაცი თუ ცხოვრობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხმამაღლა გაიძახით, რომ დედა დედაა და მამა კიდევ მამა. ვფიქრობ, ამის ახსნა ყველა ქართველისთვის დიდი შეურაცხყოფაა. დიახ, ეს სანაქებო ღარიბაშვილის სიტყვებია, მექრთამეობის და ფულის მოპარვის გამო დასაჭერად რომ გყავთ გამზადებული და ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც პრემიერობიდან პირველად კორუფციის გამო გაუშვით და კორუფცით გაშვებული და მეორედ უკან მობრუნებული პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან მექრთამეობას, ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვას სამარცხვინო საქციელად მიიჩნევდა და ასეთ ქმედების ჩამდენ ხალხს კეზერაშვილებთან აიგივებდა ხოლმე. სინამდვილეში, კიდევ ქართველობას და ოჯახურ ღირებულებებს ამოფარებული, თვითონ და თავდაცვის მინისტრად წოდებული ჯუანშერ ბურჭულაძე ერთად ძარცვავდნენ სამხედრო ბიუჯეტს. ისევე როგორც ინფრასტრუქტურაში გაპარსეს საბავშვო ბაღების და სკოლების სარეაბილიტაციო ბიუჯეტი, ენერგეტიკაში უშუქო სოფლებისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიაზე მაინერები ჰქონდათ დაერთებული და ხალხს კიდევ დენი არ აქვთ. ამიტომ, როდესაც ეროვნულობაზე, ქართველობასა და პატრიოტიზმზე ვსაუბრობთ, ქრთამის აღებაზე, გამდიდრებაზე, სახელმწიფო ქონების მითვისებაზე და თანამდებობების ბოროტად გამოყენებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ხალხის წინაშე არსებული ურთულესი პრობლემები სწორად, სახელმწიფოებრივად უნდა გავიაზროთ და გავისიგრძეგანოთ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.