საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ „კუს ტბის წილების საქმის" მონაწილეებს - ილია ინჯია

ილია ინჯია

საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ და მძიმე ფაქტების წინაშე დადგნენ „კუს ტბის წილების საქმის“ მონაწილეები, - განაცხადა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა ილია ინჯიამ და აღნიშნა, რომ საქმეში ბევრი ემოციური მომენტია, რომელიც საზოგადოებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.

„კუს ტბის წილების საქმე - ასე ჰქვია. ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრი ემოციური მომენტი არის, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის სფერო არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ და მძიმე ფაქტების წინაშე დადგნენ ამ საქმის მონაწილეები“, - განაცხადა ინჯიამ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიან.