„საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს“ -კობახიძე გახარიაზე

გახარია-კობახიძე

საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

„დადგება აუცილებლად ამის დრო, როდესაც ვიტყვით იმას, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რატომ მოხდა და რა მოხდა უფრო ადრე, რატომ ჰქონდა გადადგმული [გიორგი გახარიას] კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშიცაა სინამდვილეში საქმე, გაინადგურებს თავს, რანაირად იტყვის?! ვერაფერს ვერ ამბობს. აქ საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც დღეს არ ღირს ამაზე საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.