1746733863
პოლიტიკამ მეგობრებიც ზოგიერთი მათგანი დამაკარგვინა - თეა წულუკიანი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, პოლიტიკაზე და შეზღუდვებზე საუბრობს, რასაც საკუთარ თავს უკრძალავს.
„პოლიტიკაში მოსვლა არ მინანია, თუმცა შეზღუდვები არის ყოველდღიური და ყოველწუთიერი, არის რაღაცები რასაც მე ჩემს თავს ვუკრძალავ. მაგალითად, მეგობრებთან ერთად კაფე-კაფე სიარული. მაგრამ დღეს ეს არარსებულია და ეს შეზღუდვაა თან სერიოზული. მეგობრებს სწყინდათ თავიდან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკამ მეგობრებიც, ზოგიერთი მათგანი დამაკარგვინა. პოლიტიკა თავისით ვერ გაშორებს ვერავის, პოლიტიკის გამო დავკარგეთ ერთმანეთი, ან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმიტომ რომ სასაუბრო არაფერი აღმოჩნდა ერთ დღეს“,- აცხადებს თეა წულუკიანი.