„მაგალითია, თუ როგორ შეიძლება 3 ათეული წელზე მეტი პოლიტიკაში იყო და იქიდან სუფთა და ღარიბი წამოხვიდე“ - მეგობარი თამაზ მეჭიაურზე

თამაზ მეჭიაური

თიანეთის ყოფილ მერს, თამაზ მეჭიაურს მეგობრები ემშვიდობებიან.

„ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ თამაზ მეჭიაურის საფლავი 300 არაგველის მემორიალთან იქნება. ეს კაცი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება 3 ათეული წელზე მეტი ქართულ პოლიტიკაში იყო და იქიდან სუფთა, რეპუტაცია შენარჩუნებული, ისევ ღარიბი წამოხვიდე. (მსგავსი პრეცენდენტი ჩვენ რეალობაში არაა.) ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ ემსახურო შენ ხალხს. მეჭიაურის ფენომენი სიკვდილის მერე მაინც უნდა გამოიყენოს ამ ქვეყანამ!“, - წერს ზურა ბურდული სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა.  მეჭიაური კორონავირუსის გართულებით კლინიკაში 3 თებერვალს გადაიყვანეს. ის 66 წლის იყო.