დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სასამართლოზე ხორციელდება არნახული ზეწოლა. თქვენ ხედავთ, რომ [მიხეილ სააკაშვილის] სასამართლო პროცესი ტარდება რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი მხარდამჭერების მიტინგის პარალელურად და ყველაზე ცუდი რაც მოხდა დღეს, იყო ის, რომ ჩვენი სამსახური წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად თავს დაესხნენ როდესაც გამოვიდა დაწესებულებიდან, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში ტერიტორია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად და წესიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმეს შეუშალონ ხელი, რომ მათ ვინმე თავს დაესხას და გაბედო და მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები მიაყენოს და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ ამ საკითხზე და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.