პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქმე გვქონდა თვითდაზიანების უამრავ მცდელობასთან. ამ ყველაფერზე უნდა იმსჯელონ ექსპერტებმა და ნახოს საზოგადოებამაც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
„როგორც მოგეხსენებათ, მათაც „ცენტრი ემპათია" გამოითხოვეს ვიდეოკადრები და მათ თავად, უკანონოდ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების და ლეგიტიმური მიზნის გარეშე, ვითომდა სასწაულებრივი და შემთხვევით გაჟონილი ინფორმაციით გაავრცელეს ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] ფოტოსურათი და ასევე გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი წარმოდგენების შექმნას მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენ ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ საზოგადოებაზე განახორციელონ ძალადობა.
ეს [სიმულაციური ქმედებები] არ დაწყებულა აქ, ეს იყო გორშიც, ადრეც და ა.შ. აქ [ვიდეოკადრებში] ჩანს სიგარეტის მოხმარებაც, რომელიც ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ, რადგან, თუკი ადამიანი ჯანმრთელობა არის არასახარბიელო, მაშინ, მას რატომ უნდა ჰქონდეს სიგარეტი. ის დიდი რაოდენობით მოიხმარდა და ისევ მისი ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე შევზღუდეთ მისთვის სიგარეტის მოხმარება, რაზედაც ადვოკატისგან მივიღეთ პასუხად, რომ ეს იყო წამების ტოლფასი. ორჯერ ორი ოთხია, რომ თამბაქოს მოხმარება მავნებელია ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.