საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა – რუსეთის საკონსულო თურქეთში

sarfi

თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემხვევები გახშირდა.

როგორც თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან როგორც ყირიმის მცხოვრებლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

საკონსულოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდება.