დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ონლაინ თაღლითობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაინც გრძელდება გარკვეული დაჯგუფებების მიერ ხალხის ძარცვა და მოტყუება... დაზარალებულებიც საკმაოდ მომრავლდნენ...
სწორედ ასეთ შემთხვევაზე საუბრობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დაეჭვდა ადრესატის გულწრფელობაში... აი რა მოხდა რეალურად:
ჩვენი რესპონდენტი შშმ ქალია, რომელმაც გარკვეული პრობლემების გამო, გადაწყვიტა თავისი სმენის ციფრული აპარატი გაეყიდა და სხვა მედიკამენტები ამ გზით შეეძინა. ამ მიზნით განცხადება ერთ-ერთ პორტალზე ატვირთა.
რამდენიმე წუთში აპლიკაცია „ვოთსაფით“ დაუკავშირდა ქალი, რომელიც დაინტერესდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი სმენის აპარატით. ქალი რუსულად ეკონტაქტებოდა. აპარატის შეძენის მსურველმა დეტალურად გამოიკითხა მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია, მოითხოვა მწარმოებელი ქვეყნის საგარანტიო ფურცელი, რომელიც ნივთის პატრონმა ფოტოს სახით გაუგზავნა. ამის შემდეგ, მან მოითხოვა ასევე მოწყობილობის სათადარიგო აქსესუარები და სხვა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად უნდა აინტერესებდეს ასეთი აპარატის შეძენის მსურველს.
„თანხა ისე მესაჭიროება, როგორც არასდროს. ვინაიდან სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე. გადავწყვიტე ჩემი სმენის ციფრული აპარატი გამეყიდა. როცა განცხადება ავტვირთე, მალევე დამიკავშირდა ქალი, რომელმაც მკითხა, ისევ იყო თუ არა გაყიდვაში ეს აპარატი. მე გამიხარდა, რომ ასე უცებ გამოჩნდა შეძენის მსურველი და მაშინვე მივწერე დეტალები. იმდენად ერკვეოდა ამ აპარატის მუშაობაში, რომ აბსოლუტურად სარწმუნო იყო, რომ მას უკვე ჰქონდა გამოცდილება მისი გამოყენების. ქალმა მომწერა, რომ დიდი ხანი ეძებდა ასეთ აპარატს, ის იმყოფებოდა ხაშურში და რადგან სწორედ ასეთი აპარატი უნდოდა, მას კურიერის საშუალებით წაიღებდა. მოითხოვა ჩემი მისამართი შეკვეთის გასაფორმებლად და საბანკო რეკვიზიტები, რაც დაუყოვნებლივ მივწერე. იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ არ გამწირა. ( მე თვითონ, როგორც შშმ პირს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემიძლია ახალი აპარატის მიღება და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადავდგი).
გარდა ამისა, სიბრალულაც კი ვგრძნობდი „კლიენტის“ მიმართ, რადგან ასე სჭირდებოდა აპარატი. მე მას დავპირდი, რომ ვინაიდან ეს აპარატი პროგრამულია, დავეხმარებოდი საქართველოს წარმომადგენლობასთან რომ მის სმენაზე მოერგებოდა ტექნიკურად. (მას შემდეგ რაც მთავრობას უკრაინელებზე სოციალური დახმარების გაცემა დაიწყო, გავიგე, რომ ბევრს ჰყავს შშმ პირი ბავშვი, ჩავთვალე რომ ამ ოჯახშიც იყო ასეთი ვინმე. გული ამ ფაქტმაც ამიჩუყა. ამასთან, მსგავსი აპარატები უცხოეთში ძალიან ძვირი ღირს. 10-20 ათასი. ისიც კი გავიფიქრე, ჩემგან რადგან ასე უპრობლემოდ ყიდულობს, ალბათ, რომც არ მოერგოს, საკმაოდ კარგ ფასად გაყიდის მეთქი. თუმცა ჩემთვის მთავარი იყო ჩემთვის აუცილებელი თანხა მიმეღო).
ამის შემდეგ მომწერა, რომ შეკვეთა უკვე გააფორმა და კურიერის მომსახურების თანხაც გადაიხადა. ასევე გამომიგზავნა ხმოვანი მესიჯი, რომლის საშუალბითაც შეძენის დეტალები გავიარეთ. (ქალის ხმა იყო). ამის შემდეგ გამომიგზავნა ბული, სადაც ჩემი პირადი ინფორმაცია უნდა შემევსო, ასევე საბანკო ბარათის მონაცემები. ამ უკანასკნელმა დამაეჭვა და მივწერე, რომ რა საჭირო იყო, როცა მე უკვე გავუგზავნე ჩემი რეკვიზიტები. მან მითხრა, რომ შეკვეთა ასე ფორმდებოდა.
აქ გამიჩნდა ეჭვი და დავრეკე იმ კომპანიის ცხელ ხაზზე, რომლის სამარკო ნიშნითაც გამომიგზავნა შეკვეთის ლინკი. აღნიშნულ ნომერზე კითხვა დასრულებული არ მქონდა, რომ ოპერატორმა მკითხა: mymarket.ge-ზე რამე ნივთი ხომ არ დადეთ გასაყიდადო...
მაშინვე მივწერე ჩემს დამკვეთს, რომ მე გადავამოწმე შეკვეთა და ეს იყო თაღლითობა და ხომ არ ჰქონდა რამე სათქმელი (მინიმუმ მეგონა, რომ უარყოფდა და მომწერდა ტყუილიაო)... ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე სტრესი მივიღე იმ წამს. ჯერ ერთი, რომ ადამიანი, რომელიც ყიდის ნივთის, რომლის ცხოვრება სმენის აპარატზეა დამოკიდებული, თავის გასაჭირს უზიარებს სხვას და ამ დროს, ეს ადამიანი აღმოჩნდება თაღლითი... იმავე დღეს წავედი პოლიციის განყოფილებაში და დავწერე განცხადება. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად აღმოჩნდება იმ პირთა სიაში, რომლებსაც მალე დააკავებენ. სხვებს კი ვურჩევ ძალიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ, რომ არ გახდნენ თაღლითების მსხვერპლნი“,- ამბობს რესპონდენტი.
კარგად დააკვირდით ფოტოებს და ნახეთ. თუ მსგავს მიმოწერას თქვენთანაც შეეცდებიან, იცოდეთ, რომ თაღლითები არიან.