გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ოკუპანტებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.
„დაძაბული ღამე ოთხი დაბომბვით. რუსეთის არმიამ მიზანში ორი რაიონი - კრივოი როგი და ნიკოპოლი ამოიღო“, - წერს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, კრივოი როგის მიმართულებით, ოკუპანტებმა თავდასხმა „ურაგანებით“ განახორციელეს, რის შედეგადაც 45 წლის ქალი დაიღუპა, მისი ქმარი კი დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება.
ამასთან, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ქალი დაშავდა.