საქართველოში ეუთო/ოდირის 15 ჯგუფი მუშაობს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება საარჩევნო გარემო, საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობა - ოუენ მერფი

მერფი

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა, რომ საქართველოში მისიის 15 ჯგუფი მუშაობს, თითიოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს, ხვდებიან საარჩევნო ადმისტრაციის წარმომადგნელბს, პოლიტიკურ პარტიების წევრებს, ადგილობრივ მედიას.

მისი თქმით, 27 ოქტომბერს მისიას დაგეგმილი აქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება სამუშაოს, საუბარი შეეხება საარჩევნო გარემოს, პოლიტიკური პარტიების აქტივობებს, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოს და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო არჩევნების შემდეგ არის მიღებული.

„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდა. 17 სექტმებრს ჩამოვიდნენ გრძელვადიან პერიოდში მომუშავე დამკვირვებლები. ქვყენის მასშტაბით 15 ჯგუფი მუშაობს. თითოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს. ისინი ხვდებიან საარჩევნო ადმისტრაციის წარმომადგნელბს, ასევე პოლიტიკურ პარტიების წევრებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ხდვებიან ადგილობრივ მედიას. ცდილობენ შეაფასონ, თუ როგორაა მომზადებული არჩევნები და როგორია საარჩევნო გარემო. 11 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ შუალედური ანგარიში, რომელშიც ვსაუბრობთ, თუ რა სფერეობს ვაკვირდებით. ხვალისთვის დაგეგმილი წინასწარი განცხდება იქნება ჩვენი სამუშაოს შეჯამება, რაც ეხება ჩვენი დაკვირვების მთელ პერიოდს და არჩევნების დღეს. ჩვენ გვექნება საშუალება, სრულად ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოზე და იმ საკანონმდბელო ცვლილებებზე, რომლებიც იყო მიღებული წინა არჩევნების შედმეგ. ხვალ შესაძლებელი იქნება სრული შეფასების მოსმენა“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მისია საქართველოში დიდი ხანია იმყოფება, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ პოლიტიკურ პარტიებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმადგენლებს შევხვდით, ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, თუ როგორია მათი აღქმა, შეხედულება საარჩევნო გარემოს მიმართ. ამ დისკუსიებიდან და გუშინ იყო კიდევ ერთი დისკუსია პარლამენტის წევრებთან, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო პროცესსა და კამპანიის შესახებ. ამ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია ხვალ ვისაუბრებთ, ვიტყვით, თუ რას გვეუბნებოდნენ პარტიები, გავაკეთებთ შეფასებებს. მედიას დიდი როლი აქვს. თქვენ აქ ხართ და აკვირდებით პროცესებს, ინტერვიუს წერთ ჩემთან. ამისთვის დიდი მადლობა და ხვალ ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ მედიის როლზე არჩევნების დროს, ასევე იმაზე, როგორია ჩვენი დაკვირვების შედგები მედიის ოპერირების შესახებ საქართველოში საარჩევნო პერიოდში. ჩვენს ანგარიშში ამ საკითხზე ცალკე სექცია იქნება დათმობილი. ჩვენ ასევე ჩავატარეთ მედიამონიტრინგი და გვყავს ჯგუფი, რომელიც აკვირდებოდა მედიას. ვაკვირდებით, რას ამბობდნენ სხვადასხვა არხებზე, რა იწერებოდა ვებგვერდებზე, ასევე ვახდენდით სოციალური მედიის მონიტორინგს“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.