რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული – ახალი თაობის ძალა“ დაფუძნდა, რომლის წევრებია ორგანიზაცია მე-12 სართულის წარმომადგენლები, ასევე პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები.
როგორც მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა.
„გელოდებით, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული და რაც მთავარია, ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა, რა სიტუაციაც დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო და სადღეგრძელოების და სიტყვების იქით, საჭიროა საქმის კეთება და საქმეზე გადასვლა. გუშინდელმა საპროტესტო დღემაც ძალიან კარგად დაგვანახა ის, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით, დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი და ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც, სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს – აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.