საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში ფანტასტიკური პროგრესი განიცადა - ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური

კრისტოფერ კავოლი

საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში ფანტასტიკური პროგრესი განიცადა ძალების პროფესიონალიზაციის კუთხით და ჩამოყალიბდა ისეთ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დაცვა, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა განაცხადა. გენერალ კრისტოფერ კავოლის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს“, - განაცხადა გენერალმა.